L’Equipe: "რეალმა ფერან ტორესის ტრანსფერზე ნადირობა დაიწყო"
პსჟ-ს ფერან ტორესის ტრანსფერში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა - ბარსელონას 26 წლის თავდამსხმელის გადაბირებით მადრიდის რეალიც დაინტერესდა. ფრანგული გამოცემა 'L’Equipe'-ის ცნობით, „სამეფო კლუბი“ ესპანელ ფორვარდს მას შემდეგ აკვირდება, რაც მან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის წინააღმდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. თუმცა, მადრიდელებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, რადგან გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია სატრანსფერო კუთხით.
გარდა ამისა, რეალის შეტევაში ირიცხებიან: კილიან მბაპე, გონსალო გარსია, ენდრიკი, ბრაჰიმ დიასი, არდა გიულერი და როდრიგო. ამ მხრივ უპირატესობა პარიზელებს აქვთ: გონსალო რამოში მილანში გაყიდეს, ხოლო კან-ინ ლი და ბრედლი ბარკოლა გუნდის დატოვებასთან ახლოს არიან, რაც ტორესს საკმარის სათამაშო დროს გარანტირებულად მისცემს.
🚨 𝗧𝗢𝗥𝗥𝗘𝗦 ➡️ 𝗥𝗘𝗔𝗟 𝗠𝗔𝗗𝗥𝗜𝗗 😳
— LiveScore (@livescore) July 22, 2026
Spain World Cup hero Ferran Torres could swap Barça for Madrid, according to L'Équipe.
Barcelona are open to letting him leave — in what would be one of the most controversial moves ever. pic.twitter.com/hzJpy8eCjg
პსჟ-ის მწვრთნელი - ლუის ენრიკე, ფეხბურთელს პირადი შეთანხმების მისაღწევად უკვე დიდი ხანია ეკონტაქტება. ტორესი აქამდე სრულად მსოფლიო ჩემპიონატზე იყო კონცენტრირებული, ახლა კი მისგან საბოლოო პასუხს უახლოეს დღეებში ელოდებიან. პარალელურად, ბარსელონას პრეზიდენტი - ჟოან ლაპორტა ფეხბურთელისთვის კონტრაქტის 2027 წლის შემდგომ გაგრძელებას გეგმავს, თუმცა ფინანსური ფეირ-პლეის შეზღუდვების გამო კატალონიელები ოფიციალურ განცხადებას სექტემბრამდე ვერ გააკეთებენ.
ვინაიდან მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება არ არსებობს, სიტუაცია ჩიხშია შესული, რეალის გამოჩენამ კი შესაძლოა პარიზელებს ოფიციალური შეთავაზების გაკეთება დააჩქაროს.
ესპანელ ფორვარდს, რომელმაც მანჩესტერ სიტისთან ერთად პრემიერლიგა, ხოლო ბარსელონაში გადასვლის შემდეგ ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი სამ-სამჯერ, კოპა დელ რეი კი ერთხელ მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ტიტული ჯერ არ მოუპოვებია (2021 წელს სიტიში ყოფნისას ფინალში ჩელსისთან დამარცხდა).
იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ-ს ევროპის უდიდესი ტიტულის მოსაგებად შესაბამისი შემადგენლობა ჰყავს, პარიზი შესაძლოა ესპანელი მსოფლიო ჩემპიონისთვის საუკეთესო არჩევანი აღმოჩნდეს.