ანდრეს ინიესტა სამწვრთნელო კარიერას იწყებს
ბარსელონასა და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ანდრეს ინიესტა სამწვრთნელო კარიერას იწყებს. 42 წლის ინიესტა გალფ იუნაიტედს გაწვრთნის, რომელიც გაერთიანებული საემიროების ლიგაში ასპარეზობს. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს.
🚨🇦🇪 EXCL: Andrés Iniesta set to start his managerial career with first head coach job agreed.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 22, 2026
He’s signing for Gulf United in Dubai, all agreed with signatures to follow. 👔🇪🇸 pic.twitter.com/0OIy4Obooq
ინიესტას ახალი გუნდი სულ რაღაც შვიდი წლის წინ დაარსდა და მისი ბაზა ქალაქ დუბაიშია. კლუბი მანჩესტერელმა ფეხბურთის სპეციალისტებმა დააფუძნეს და მისი მთავარი ფოკუსი ახალგაზრდული აკადემიის განვითარებაა. როგორც ჩანს, გუნდს საკმაო ფინანსური ზურგიც აქვს. გალფ იუნაიტედი მიმდინარე სეზონში მე-10 ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო.