Belive

Eurosport: "კვარაცხელია ნაპოლის დატოვებს - ყველაფერი მაისში გაირკვევა..."

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი ფრანგული სპორტული გამოცემა "Eurosport" "ნაპოლის" 23 წლის ქართველ შემტევზე - ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აფიქსირებენ, რომ მათი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" დატოვებასთან ძალიან ახლოსაა და ახალი სეზონიდან მას სხვა, უფრო დიდ კლუბში ვიხილავთ.

ფრანგული გამოცემის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიაზე ნადირობა ისეთ გრანდებშია გამოცხადებული, როგორებიც არიან: "პსჟ"; "ბარსელონა"; "არსენალი" და ა.შ.

"ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ის ტალანტია, რომლის საფეხბურთო რადარზე გამოჩენისთანავე, დიდი გაოცება გამოიწვია. მან "ნაპოლისთან" ერთად პირველივე სეზონში სერია A-ს ნანატრი ტიტული მოიპოვა და ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

მიმდინარე სეზონი მისთვის არც თუ ისე სახარბიელოა. გარდა იმისა, რომ მან მოუკლო გოლების გატანასა და საგოლე გადაცემების შესრულებას, აშკარად იგრძნობა, რომ იგი ამ კლუბში თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობს. ამის კარგი მაგალითი ისიც არის, რომ მან ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩში, მოედნის დატოვების შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა და მოედანი პირველმა დატოვა.

კვარას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ჩათვლით აკავშირებს, თუმცა, დიდი ალბათობით იგი კონტრაქტს დაარღვევს და 2024 წლის ზაფხულში კლუბს შეიცვლის.

ეს კი ნამდვილად ძალიან საინტერესოა, თუ სად წავა ქართველი ვარსკვლავი. მისმა აგენტმა ესპანურ მედიასთან ისაუბრა, რომ კვარაცხელია "ბარსელონას" და "ნაპოლის" დაკვირვების რადარზეა და ყველაფერი მაისში გაირკვევა..."
- ვკითხულობთ "Eurosport"-ის სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები