არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
10 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის 33-ე ტურში ევერტონი საკუთარ მოედანზე ლივერპულს დაუპირისპირდა, მატჩის 58-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად, საკაცით დატოვა. ლივერპულის ქართველი მეკარე ბეტოს გოლის ეპიზოდში დაშავდა და ის ფრედი ვუდმანმა შეცვალა.
მატჩის შემდეგ მამარდაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა Sky Sports-ს განუცხადა:
„ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მე დავინახე და მითხრეს, მას დიდი ღია ჭრილობა ჰქონდა. რა თქმა უნდა, არ იქნება ხანგრძლივი ტრავმა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა დაბრუნებას შემდეგი კვირისთვის“ - არნე სლოტი
ლივერპულმა მერსისაიდულ დერბიში ჰილ დიკინსონზე თანაქალაქელებს 2:1 მოუგო — გადამწყვეტი გოლი მატჩის 100-ე წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა გაიტანა თავით.