ESPN - კვარაცხელიას ტრანსფერით ჩელსი ინტერესდება
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება ,,ჩელსის'' სურს. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ლონდონური გუნდი ქართველ გარემარბს ,,მანჩესტერ სიტისთან'', ,,ბარსელონასთან'', ,,რეალთან'' და ,,ნიუკასლთან'' ერთად აკვირდება.
როგორც ESPN-ი წერს, კვარას ტრანსფერი ,,არისტოკრატების'' სტრატეგიას შეესაბამება, რაც დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვას გულისხმობს.
,,ჩელსისთვის'' ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ხვიჩას სატრანსფერო ფასია (100 მილიონ ევრომდე) - ასეთი თანხის გადახდის შემთხვევაში, კლუბს, შესაძლოა, ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას.
თავის მხრივ, ,,ნაპოლი'' კვარაცხელიას გაყიდვას ჯერჯერობით არ გეგმავს და ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზეც მუშაობს.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
22 წლის შემტევს ნეაპოლურ გუნდთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
🚨 Chelsea have joined the list of clubs tracking Napoli winger Khvicha Kvaratskhelia.
— Vince™ (@Blue_Footy) November 22, 2023
{ESPN} pic.twitter.com/ZmGwM7837t