მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა 1/4-ფინალური წყვილი ცნობილია
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ბოლო 1/8-ფინალური წყვილის შეხვედრებიც გაიმართა, აღნიშნული ეტაპის ბოლო მატჩში ერთმანეთს დორტმუნდის ბორუსია და მექსიკური მონტერეი დაუპირისპირდნენ, მატჩი გერმანული გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. სერუ გირასიმ დუბლი შეასრულა, მექსიკელთა რიგებიდან კი თავი ხერმან ბერტერამიმ გამოიჩინა. გუშინ ასევე რეალ მადრიდმა იუვენტუსი, გონსალო გარსიას ერთადერთი გოლით დაამარცხა (1:0).
რაც შეეხება მომდევნო ეტაპზე გასულ გუნდებს, 1/4-ფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ფლუმინენსე VS ალ ჰილალი | 4 ივლისი, 23:00 საათი
პალმეირასი VS ჩელსი | 5 ივლისი, 05:00 საათი
პარი სენ-ჟერმენი VS მიუნხენის ბაიერნი | 5 ივლისი, 20:00 საათი
რეალ მადრიდი VS დორტმუნდის ბორუსია | 6 ივლისი, 00:00 საათი
And then there were eight.#FIFACWC pic.twitter.com/SOM9zLb4JO
— FIFA Club World Cup (@FIFACWC) July 2, 2025