"ბარსელონა ხვიჩა კვარაცხელიას უნდა უფრთხოდეს" - 90min
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ნაპოლი" პირველ შეხვედრას საკუთარ არენაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 22 თებერვალს 00:00 საათზე გაიმართება.
ბრიტანული სპორტული გამოცემა 90MIN სტატიას აქვეყნებს და "ნაპოლის" 4 საშიშ ფეხბურთელზე წერს, რომელთაც "ბარსელონა" უნდა უფრთხოდეს. ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია მთავარ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს. სტატიაში კიდევ ნახსენებია მატეო პოლიტანო და პიოტრ ჟელინსკი.
"ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია კარიერის ახალ ფაზაშია, მას შემდეგ რაც ნეაპოლურ გუნდში მაცარიმ ტაქტიკური ცვლილება განიზრახა და კვარა ახალ პოზიციაზე გადაიყვანა ქართველ ფეხბურთელს სხვა მონახაზში უწევს თამაში, სადაც მასზე არის მოლოდინი და ზეწოლა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ "ვერონასთან" წინააღმდეგ მატჩში ყველას შეახსენა, თუ რამდენად დამღუპველი შეიძლება იყოს მისი შესანიშნავი დარტყმა მოწინააღმდეგე გუნდისთვის, რომელმაც საბოლოოდ "ნაპოლის" გამარჯვება მოუტანა, იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონას" მთელი სეზონის განმავლობაში მცველის პოზიციაზე კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს. ხვიჩა კვარაცხელია ორივე ფეხზე იგრძნობს თამაშის სიამოვნებას და ბარსელონას საფრთხეს შეუქმნის.