Belive

ესპანური მედია: "მადრიდის რეალი გიორგი მამარდაშვილს აკვირდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური მედია საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდების შემდეგ, ქართველი მეკარის მიმართ დაინტერესება მადრიდის "რეალსაც" გაუჩნდა.

defensacentral.com-ის ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა 22 წლის ქართველო გოლკიპერი მოინიშნა და მას აკვირდება, რადგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატოს. როგორც ხსენებული გამოცემა წერს, უკრაინელი მეკარეს, ანდრეი ლუნინს მალე "ბლანკოსები" გუნდიდან გაუშვებენ, მის შემცვლელად კი სწორედ გიორგი მამარდაშვილს განიხილავენ.

რამდენიმე დღეა აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამარდაშვილის დამატება ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “მანჩესტერ იუნაიტედს” და “ლესტერს” სურთ, ახლა კი მათ რიგებს "ასტონ ვილაც" შეემატა.

გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ლა ლიგაში, კოპა დელ რეიზე და ესპანეთის სუპერთასზე საერთო ჯამში 32 მატჩი აქვს ჩატარებული და 38 გოლი გაშვებული, შვიდ შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები