Belive

ხავის პასუხი კითხვაზე - სჯობს თუ არა მისი გუნდის შემადგენლობა რეალისას

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელს, ხავის, ჰკითხეს, სჯობს თუ არა მისი გუნდის შემადგენლობა მადრიდის ,,რეალის'' შემადგენლობას:

,,ამ კითხვაზე ივნისში გიპასუხებთ... ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. კატალონიაში 7 მილიონი მწვრთნელია...

 

შედარებები ნამდვილად არ მიყვარს, ამას ჩემთვის კარგი არასდროს მოუტანია. თუმცა, ჩემი გუნდის შემადგენლობით კმაყოფილი ვარ,'' - განაცხადა ხავიმ.

ლა ლიგის 6 ტურის შემდეგ, ,,ბარსელონა'' სატურნირო ცხრილს 16 ქულით ლიდერობს და მესამეადგილოსან ,,რეალს'' 1 ქულით უსწრებს.

ხავის გუნდი მომავალ შეხვედრას ხვალ, ,,მალიორკასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები