Belive

გენერალური რეპეტიცია ოფიციალურ დაბრუნებამდე: კამპ ნოუზე ღია ვარჯიში შედგება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონა განახლებულ კამპ ნოუზე ღია ვარჯიშს გამართავს. კატალონიური გრანდი 7 ნოემბერს, საშინაო არენაზე დაბრუნებამდე, ღია ვარჯიშს გამართავს.

ღონისძიების მიზანია კამპ ნოუს ყველა სისტემის მზადყოფნის შემოწმება, მათ შორის ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების და მაყურებელთა გადაადგილების. ეს კლუბს საშუალებას მისცემს შეაფასოს, თუ რამდენად მზად არის არენა ოფიციალური მატჩების მასპინძლობისთვის.

რეკონსტრუქციის შემდეგ ეს სადებიუტო ფართომასშტაბიანი ღონისძიება იქნება, რომელსაც კამპ ნოუ უმასპინძლებს.

ვარჯიშზე დასწრება 23 000 გულშემატკივარს შეეძლება. მაყურებლები მთავარ ტრიბუნასა და სტადიონის სამხრეთ ნაწილში მოთავსდებიან.

ბარსელონამ შემდეგი მატჩი ლა ლიგაში 2 ნოემბერს, ელჩესთან საშინაო კედლებში უნდა გამართოს.

სხვა სტატიები