Belive

ესპანური მედია: "ხვიჩა კვარაცხელია ჩელსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანური გამოცემა fichajes.net-ი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და წერს, რომ ის შემდეგი სეზონისთვის ლონდონის "ჩელსის" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.

"ნეაპოლური კლუბის ქართველი ფეხბურთელი ის დიდი ვარსკვლავია, რომლის მოზიდვაც ტოდ ბოელის 600 მილიონიანი მარცხის შემდეგ სურს.

"ჩელსი" ის გუნდია, რომელიც შეეცდება, რომ მიიყვანოს კვარაცხელია 2023/24 წლების სეზონის ლიდერობისთვის, როცა ევროპაში მათ თამაში არ მოუწევთ.

"ნაპოლის" მარცხენა ფლანგის გარემარბი არის ერთ-ერთი სახელი, რომელიც გამოჩნდა ლონდონური გუნდის რადარზე.

ხვიჩა კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომელმაც 21 წლის ასაკშივე რამდენიმე ევროპული გუნდის ყურადღება მიიპყრო იტალიის სერია A-ში შთამბეჭდავი გამოსვლებით და 33 წლის შემდეგ ნეაპოლელები ჩემპიონობასთან ახლოს მიიყვანა.

"ჩელსი", რომელსაც ამჟამად ფრენკ ლამპარდი ხელმძღვანელობს, შემდეგ სეზონში ახალ მწვრთნელს ელოდება, მათ შორის ყველაზე მაღალი შანსი მაურისიო პოჩეტინოს აქვს, არგენტინელი მწვრთნელი კი თავის მხრივ, კლუბის ხელმძღვანელობას ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას სთხოვს.

კვარაცხელიას დამატებისთვის დიდი ევროპული კლუბების ბრძოლა გაიმართება, "ჩელსი" კი, რომელმაც 600 მილიონი ევრო დახარჯა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია, კვარას ტრანსფერით სცენაზე დაბრუნებას შეეცდება.

თუმცა, "ჩელსი" არ იქნება ერთადერთი გუნდი, რომელიც დაინტერესებულია ნეაპოლელთა ახალგაზრდა გარემარბით, რადგან სხვა ევროპული გუნდები, როგორიცაა მიუნხენის "ბაიერნი" და "პარი სენ-ჟერმენი", ასევე იბრძოლებენ ქართველი ფეხბურთელისთვის.

მიუხედავად აწმყოში არსებული წარუმატებლობისა, დიდი ფინანსური შესაძლებლობები და სპორტული პროექტის არსებობა, ის გარემოებებია, რომლებიც შესაძლებელია კვარაცხელიასთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს", - წერს fichajes.net-ი.

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” მაისურით 37 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები