Belive

ბაზის ნაცვლად სტადიონზე: ნაპოლი რომასთან მატჩისთვის განსხვავებულად მოემზადება

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ში დარჩენილი ხუთი ტური ექს-ჩემპიონი "ნაპოლისთვის" ფინალის ტოლფასია. გუნდის ამოცანა შემდეგ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა, რა მიზნისკენ მიმავალ გზაზეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა "რომასთან" 34-ე ტურში უნდა ჩაატაროს.

აღნიშნული მატჩისთვის ნეაპოლელები განსაკუთრებულად ემზადებიან და საწვრთნელ პერიოდში ცვლილებებიც იქნება. გუნდის მთავარი მწვრთნელის, ფრანჩესკო კალცონას გადაწყვეტილებით, "ნაპოლი" ვარჯიშს ნაცვლად "კასტელ ვოლტურნოს" ბაზისა, სტადიონზე ჩაატარებს.

მწვრთნელის სურვილია, რომ დანიელე დე როსის გუნდთან ჩასატარებელ შეხვედრას ნეაპოლელები ტაქტიკური კუთხით სპეციფიკურად მომზადებულები შეხვდნენ, რისთვისაც ფართო მოედნის გამოყენებას გეგმავს.

იტალიის სერია A-ში ნეაპოლელებს 49 ქულა აქვთ დაგროვებული და მერვე პოზიციას იკავებენ, შემდეგი შეხვედრა კი 28 აპრილს, "რომასთან", საშინაო კედლებში უნდა გამართონ. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები