Belive

ნაპოლი დარვინ ნუნიესისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დარვინ ნუნიესის სანაცვლოდ ბრძოლაში ნაპოლი დაწინაურდა. იტალიურ და ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, პარტენოპეი მზადაა ურუგვაელი შემტევის სანაცვლოდ, ლივერპულს 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ასევე აღნიშნავს, რომ დარვინის ტრანსფერით სხვა ევროპული კლუბებიც ინტერესდებიან. ასევე, საუბარია რამდენიმე კლუბზე საუდის არაბეთიდან, თუმცა, იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტრანსფერთან ყველაზე ახლოსაა.

ფეხბურთელის წარმომადგენელსა და ნაპოლის შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დეტალების შეთანხმების შემთხვევაში, დიდია ალბათობა, რომ ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დადასტურდეს.

შეგახსენებთ, რომ დარვინ ნუნიესი ლივერპულს 2022 წელს შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში, პრემიერ ლიგის 95 შეხვედრაში, 25 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები