Belive

ესპანიოლის მწვრთნელი ავტობუსის მძღოლად მუშაობდა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანიოლის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, 46 წლის მანოლო გონსალესი, ერთ დროს ავტობუსის მძღოლად მუშაობდა. The Guardian-ის ცნობით, 2020 წლამდე ის ბარსელონასა და ბადალონას შორის მარშრუტზე იყო დასაქმებული.

სინამდვილეში, ეს სამსახური გონსალესისთვის დროებითი შემოსავლის წყარო იყო, რადგან მისი სამწვრთნელო კარიერა კარგად არ მიდიოდა. ესპანელი სპეციალსტი იმ დროს ბადალონას წვრთნიდა (სეგუნდა დივიზიონ B-ში). 2020 წელს მისმა გუნდმა, ესპანეთის სამეფო თასზე, ხეტაფე დაამარცხა, რაც მის სამწვრთნელო კარიერაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.

2023 წელს გონსალესმა ესპანიოლი რთულ სიტუაციაში ჩაიბარა და დაბალ ლიგაში გავარდნისგან იხსნა - მან კლუბის გულშემატკივრების სიყვარული დაიმსახურა. ამჟამად გუნდი ლა ლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

სხვა სტატიები