Belive

რასინგმა 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა - გულიაშვილის შეფასება

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგა 2-ის 34-ე ტურში, ანდორამ გათამაშების ლიდერ რასინგს უმასპინძლა და 6:2 გაანადგურა. ახლა რასინგს 62 ქულა აქვს და ყველაზე კარგ შემთხვევაში, მესამე ადგილზე მყოფ ალმერიასთან მხოლოდ 4-ქულიანი უპირატესობა ექნება (ლა ლიგაში პირველ და მეორეადგილოსნები დაწინაურდებიან).

გიორგი გულიაშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავი 2 სწრაფი გოლით გამოიჩინა (მე-4, მე-16), მაგრამ რასინგმა 2-ბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მარცხის მიუხედავად ქართველი შემტევი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და მისი თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს.

  • Flashscore: 8.0

  • Sofascore: 7.7

რასინგი ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში ალმერიას დაუპირისპირდება. მატჩი 12 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები