Belive

4 ტრავმირებული ბრუნდება: ჟირონასთან რეალის კარს ტიბო კურტუა დაიცავს

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური სპორტული მედია საშუალება sport.es-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალის მეკარე, ტიბო კურტუა გამოჯანმრთელდა და ლა ლიგის მე-14 ტურში, ჟირონასთან გასამართ მატჩში დედაქალაქელების კარს დაიცავს.

ბელგიის ნაკრების მეკარეს კუჭ-ნაწლავის ინფექცია ჰქონდა, რის გამოც, უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეხუთე ტურის მატჩში პირეოსის ოლიმპიაკოსთან ვერ ითამაშა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ჟირონასთან მატჩში ბელგიელი ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად არის და იქ უკრაინელ ანდრეი ლუნინს შეცვლის.

მადრიდის რეალს ასევე უბრუნდებიან სხვა ტრავმირებული ფეხბურთელებიც, მცველები, ანტონიო რუდიგერი და ედერ მილიტაო და შემტევი ნახევარმცველი, ფრანკო მასტანტუონო.

ჟირონასა და მადრიდის რეალის მატჩი 1 დეკემბერს, კატალონიაში, მონტილივიზე უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყოს.

სხვა სტატიები