ესპანეთის ჩემპიონატში კარის ხაზის ტექნოლოგია ისევ არ იქნება
ლა ლიგამ 2024-2025 წლების სეზონისთვის რეგულაციები განაახლა. ახალი წესები მაქსიმალურად მიახლოებულია UEFA-ს იმ სტანდარტებთან, რომლებსაც ახლა ევროპის ჩემპიონატებზე იყენებენ.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კარის ხაზის ტექნოლოგიაა, რომელიც მომავალ სეზონშიც უცვლელი დარჩება და ესპანეთის ჩემპიონატი ამ ტექნოლოგიას არ გამოიყენებს. მაშინ, როცა თითქმის ყველა წამყვანი ჩემპიონატი უკვე დიდი ხანია სარგებლობს ამ დახმარებით, ლა ლიგაში ისევ რჩებოდა სადავო მომენტები, რის გამოც კრიტიკას იმსახურებდა. ძნელად წარმოსადგენია, ეს სიტუაცია მომავალ სეზონში შეიცვალოს.
ასევე გამოცხადდა, რომ ლა ლიგის გუნდებს შეეძლებათ მეექვსე მოთამაშეც შეცვალონ თუ საქმე ტვინის შერყევას/თავის ტრავმას ეხება. ეს წესი ბოლო სეზონებში მთელ ევროპაში ამოქმედდა. კიდევ ორი ცვლილება ევრო 2024-ის მიხედვით იქნება გათვალისწინებული. ლა ლიგაში ნახევრად ავტომატური ოფსაიდები იქნება შემოტანილი და მსაჯებთან საკამათო სიტუაციის განხილვის უფლება მხოლოდ კაპიტნებს ექნებათ, სხვა ნებისმიერი ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დაისჯება (თუ კაპიტანი მეკარეა, წინასწარ შერჩეული ფეხბურთელია საჭირო).
🚨 BREAKING - La Liga changes for next season
— Atletico Universe (@atletiuniverse) July 2, 2024
- No goal-line technology
- Only captains are allowed to speak to the referee
- 6th substitution is allowed in case of a concussion
- Semi-automated offsides pic.twitter.com/JoWxRV7pzs