ვის დაუნიშნეს ყველაზე მეტი პენალტი TOP 5 ლიგაში?
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რეალ მადრიდი ტოპ 5 ლიგაში დანიშნული პენალტების რაოდენობით ლიდერობს. სამეფო კლუბმა, ამ სეზონში, ევროპის ხუთ საუკეთესო ჩემპიონატში, ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი შეასრულა (13).
ალვარო არბელოას გუნდმა, ლა ლიგის 24-ე ტურში, სოსიედადთან 4:1 მოგებულ მატჩში ორი პენალტი მიიღო. ვინისიუს ჟუნიორმა ორივე გაიტანა. რეალ მადრიდი ლა ლიგის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც მხოლოდ 24 თამაშში 13 პენალტი დაიმსახურა. წინა რეკორდი (2013 წელს) თავად რეალს ეკუთვნის - 24 თამაშში 12 პენალტი.
რეალს მოჰყვება მიუნხენის ბაიერნი - ბავარიელებს 9 პენალტი დაუნიშნეს, ხოლო მაინცს, ბრენტფორდს და ბრესტს - 8.