Belive

"ეს არასდროს მოხდება" - ოლივერ კანმა მიულერის მომავალზე ისაუბრა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნისა" და ზოგადად გერმანული ფეხბურთის ლეგენდა თომას მიულერი უფრო და უფრო ნაკლებ დროს იღებს მოედანზე. 33 წლის შემტევს ყველა ტურნირზე მხოლოდ 37 შეხვედრა აქვს ჩატარებული. თომასმა მიმდინარე სეზონში სულ რაღაც 7 გოლის გატანა შეძლო.

მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიულერის მომავალი "რეკორდმაისტერში" ბუნდოვანია. გერმანელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით, თომასი ახლო მომავალში "ბაიერნს" დატოვებს.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი ოლივერ კანმა და აღნიშნა, რომ მიულერი გუნდს არ დატოვებს.

"ეს არასდროს მოხდება. თომასი კარგ ფორმაშია, არასდროს იღებს ტრავმას, მას საკმაოდ ძლიერი ხასიათი აქვს. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ თომასი ჩვენთვის კიდევ ბევრ თამაშს ჩაატარებს." - განაცხადა ლეგენდარულმა მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ მიულერი "ბაიერნში" 2008 წლიდან თამაშობს და 600-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ამ დროის განმავლობაში თომასს "რეკორდმაისტერთან" ერთად 11 ტიტული აქვს მოგებული.

სხვა სტატიები