Belive

საქართველოს ნაკრებმა ტაილანდთან რამდენიმე რეკორდი დაამყარა

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა ტაილანდს უმასპინძლა. ვილი სანიოლის გუნდმა მოწინააღმდეგე 8:0 დაამარცხა და არაერთი რეკორდიც დაამყარა. 

დღევანდელ შეხვედრაში საფეხბურთო ნაკრებმა მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ტაილანდთან მატჩში "ჯვაროსნებმა" ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვეს. სანიოლის ნაკრებმა 1997 წელს სომხეთთან დაფიქსირებული შედეგი (7:0) გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში დაფიქსირდა პირველი პოკერი, რომელიც გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის. ქართველმა თავდამსხმელმა გოლები 24-ე, 37-ე, 41-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა. რეკორდების სია ამით არ დამთავრებულა. პირველ ნახევარში საქართველომ მეტოქის კარის აღება 6-ჯერ შეძლო, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელი აღმოჩნდა. 

გოლების ავტორები: დავითაშვილი (9', 44')

                                   ლოჩოშვილი (12')

                                    მიქაუტაძე (24', 37', 41', 56')

                                   კვარაცხელია (66')

საქართველოს ნაკრები ასეთ მაჟორულ ნოტაზე შეხვდება კვიპროსთან შეხვედრას. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას კვლავ მიხეილ მესხი უმასპინძლებს. მატჩი 15 ოქტომბერს 17:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები