Belive

ერთ-ერთი საუკეთესო ორივე გუნდში - ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება მილანთან მატჩში

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ,,ნაპოლიმ” ,,მილანი'' სტუმრად 2:0 დაამარცხა.

მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა.

23 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 77 წუთი გაატარა და WhoScored-სგან 8-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ოლივერას (8.1) ჩამორჩა.

ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 36-ჯერ შეეხო, კარისკენ ორჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 8-დან 3 დუელი მოიგო და 17-დან 14 სწორი გადაცემა გააკეთა (82%).

ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.4 ქულით შეაფასა (უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ ოლივერამ და მერეტმა დაიმსახურეს).

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი შემტევი დასახელდა.

10 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 25 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს ,,ატალანტას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები