Belive

"გვინდა ხვიჩა ახალი კონტრაქტით დავაჯილდოვოთ" - ჯოვანი მანა

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იტალიურ კლუბს ქართველი შემტევის შენარჩუნება კიდევ დიდი ხნით სურს.

გვინდა ხვიჩა ახალი კონტრაქტით დავაჯილდოვოთ. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუ შეთანხმებას ახლა ვერ მივაღწიეთ, ამ საკითხს სეზონის ბოლოს განვიხილავთ. - განაცხადა ჯოვანი მანამ

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ "ნაპოლის" მაისური 14-ჯერ მოირგო. "კვარამ" მოედანზე ყოფნისას 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები