მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს ედენაზარს კარიერის "სამეფო კლუბში" გაგრძელება არ სურს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ბელგიელი თავდამსხმელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სხვა კლუბში წასვლას ელის. მადრიდის "რეალი" აზარის შენარჩუნებას არ გეგმავს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლანკოსებმა" შესაძლოა აზარი ლონდონის "ჩელსიში" დააბრუნოს და იგი მარჯვენა მცველ რის ჯეიმსში გაცვალოს.
31 წლის ფეხბურთელი მადრიდის "რეალს" 2019 წელს "არისტოკრატებიდან" 115 მილიონიანი ტრანსფერის შემდეგ შეუერთდა და ხშირი ტრავმების გამო დიდი სათამაშო დროის მიღება ვერ მოახერხა, თუმცა იმ დროშიც, რაც მოედანზე გაატარა, ძველებურად ბრწყინვალება ვერ მოახერხა. ბელგიის ნაკრების ლიდერმა თითქმის სამი სეზონის განმავლობაში ჩატარებულ 59 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
მადრიდის "რეალმა", რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ესპანეთის სუპერ თასი მოიგო, ლა ლიგაში 21 მატჩის ჩატარების შემდეგ, 49 ქულა მოაგროვა და 2021/22 წლების სეზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.