All Star ფეხბურთში | ჩელსის თანამფლობელმა საინტერესო იდეა წამოაყენა
შესაძლოა, მალე პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეებისა და ესპანეთის, გერმანიის და იტალიის გამორჩეული ფეხბურთელების დაპირისპირება ვიხილოთ.
All-Star-ის იდეა რამდენიმე კვირი წინ "ჩელსის" თანამფლობელმა ტოდ ბოელიმ წამოაყენა.
ამის გარდა, მან პრემიერ ლიგის კლუბებს შესთავაზა, რომ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორისაც შემდგარიყო ყველა ვარსკვლავის დაპირისპირება. თუმცა, ამ აზრმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
ამის შესახებ აზრი იურგენ კლოპს, გადატვირთული საფეხბურთო კალენდრის სასტიკ კრიტიკოსაც, ჰკითხეს:
" როცა ბოელი სათამაშო დროს იპოვის შეუძლია დამირეკოს. ამერიკაში სპორტსმენები 4 თვის განმავლობაში ისვენებენ."
მაგრამ, The Times-ის თანახმად, პრემიერ ლიგამ კიდევ ერთხელ განიხილა ამერიკელი მილიარდელის წინადადება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული მატჩების ჩატარებით, სატელევიზიო ტრანსლაციებით გუნდები დიდ ფულს მიიღებენ, ეს ხელს ხეუწყობს პრემიერ ლიგის პოპულარიზაციასაც. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მატჩი ევროპაში ჩატარდება, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ All Star-ის შეხვედრას სხვა კონტინენტმაც უმასპინძლოს. ამ შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, ყველა ვარსკვლავის მატჩი ზაფხულის თვეებში ან ზამთრის შესვენების დროს ჩატარდება. The Times-ზე დაყრდნობით, დიდი ალბათობით, ეს იდეა განხორციელდება. ამის მთავარი მიზეზი, როგორც არსებული ვითარების შენარჩუნება, ასევე, საზღვარგარეთ სატელევიზიო უფლებების გაძლიერება იქნება.
პრემიერ ლიგაში არაერთი ამერიკელი ინვესტორია და ყველა აღნიშნავს, რომ All Star-ის მატჩის ჩატარება ჩემპიონატისთვის ძალიან მომგებიანი იქნება.
"საბოლოოდ, იმედი მაქვს, რომ პრემიერ ლიგა პატარა გაკვეთილს ისწავლის ამერიკული სპორტისგან" - თქვა ბოელიმ, რომელიც "ლეიკერსის" აქციებსაც ფლობს.
ჯერ კიდევ უცნობია, განაგრძობს თუ არა პრემიერ ლიგა ამ საკითხზე მუშაობას და უჭერს თუ არა მხარს ამ გადაწყვეტილებას სხვა ევროპული ჩემპიონატები.