Belive

დიომანდეს ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, მოურინიომ ვინისიუსზეც ისაუბრა

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვინისიუს ჟუნიორმა, დისკვალიფიკაციის გამო, სევილიასთან მატჩი გამოტოვა და ლა ლიგაში, კიდევ სამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, ყურადღება ვინისიუსის მდგომარეობაზე გამახვილდა - განსაკუთრებით კი, იან დიომანდეს თამაშის ფონზე. ლა ლიგის მეცხრე ტურში, მადრიდელებმა, ანდალუსიელები დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხეს და ერთ-ერთი გოლი კოტ დ'ივუარელმაც გაიტანა. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ჟოზე მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა.

არ მომწონს, როდესაც საქმე ასე ვითარდება, მაგრამ ეს გარემოებები ჩვენგან დამოუკიდებლად შეიქმნა. ოთხშაბათს, ვინისიუსი ძირითად შემადგენლობაში იქნება. ჩემპიონთა ლიგა, სათამაშო მოტივაციის შესანარჩუნებლად, მისთვის, ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

ის სრულიად მზადაა ფიზიკურად. იქიდან გამომდინარე, რომ სევილიასთან არ უთამაშია, ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად, დრო ჰქონდა და ამისთვის ბევრიც იშრომა. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან ამას იმსახურებს. ჩვენ ის გვჭირდება. - ჟოზე მოურინიო

მადრიდელები, ლა ლიგის პარალელურად, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურისთვის ემზადებიან. რეალს პირველი ორი თამაშის შემდეგ, 6 ქულა აქვს. "სამეფო კლუბმა", ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში, ჯერ ინტერს მოუგო (2:1), შემდეგ კი, "სტადიო ოლიმპიკოზე", რომას წინააღმდეგ, სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მეტოქე 3:4 დაამარცხა.

სხვა სტატიები