Belive

კომოსთან მატჩის დროს ბრუნო ფერნანდეშის სახლი გაძარცვეს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი, ბრუნო ფერნანდეში, პრემიერ ლიგის კიდევ ერთი ფეხბურთელი გახდა, რომლის სახლიც საფეხბურთო მატჩის დროს გაქურდეს. როგორც ცნობილია, სამი ნიღბიანი თავდამსხმელი, პორტუგალიელი ნახევარმცველის ჩეშირში მდებარე სახლში ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს შეიჭრა. ფერნანდეში, იმ საღამოს, კომოს წინააღმდეგ თამაშობდა.

The Sun-ის ცნობით, თავდამსხმელებმა, სახლში ძალის გამოყენებით შეაღწიეს და რამდენიმე ძვირადღირებული ნივთი, მათ შორის, სამკაულები მოიპარეს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფერნანდეშის ოჯახის წევრები, ამ დროს, სახლში არ იმყოფებოდნენ.

ოთხშაბათს მომხდარი ძარცვა, ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში, ფეხბურთელების სახლებზე თავდასხმის მორიგი შემთხვევაა. იანვარში ანალოგიური რამ ბრუნო ფერნანდეშის თანამემამულესა და მანჩესტერ სიტის მცველს, რუბენ დიაშსაც შეემთხვა. წარსულში, მსგავსი ფაქტი ჯეკ გრილიშის, რაჰიმ სტერლინგისა და რიად მაჰრეზის შემთხვევაშიც მოხდა.

მანჩესტერ იუნაიტედმა, ამ ინციდენტის შემდეგ, საკუთარ კაპიტანს სოლიდარობა გამოუცხადა - "ოლდ ტრაფორდის ხელმძღვანელობა, კლუბის კაპიტანს მხარდაჭერას უცხადებს და ითხოვს, რომ ამ რთულ პერიოდში ფეხბურთელისა და მისი ოჯახის პირადი სივრცე და კონფიდენციალურობა დაცული იყოს".

სხვა სტატიები