დიეგო სიმეონე: "მსხვერპლები არ ვართ, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და წინ ვიაროთ"
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე ესპანეთის სამეფო თასის ფინალში რეალ სოსიედადთან წაგებასა და სეზონის დარჩენილი ნაწილის პერსპექტივებზე საუბრობს.
"საწყის ეტაპზე რაც უნდა გააკეთოთ, არის დამარცხების მიღება. ცხოვრებაში მნიშვნელოვანია დასკვნების გამოტანა და წინსვლა.
ისევ სამუშაოზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მსხვერპლი არ ვართ: ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც წინსვლა უნდა გააგრძელოს", - ამბობს დიეგო სიმეონე.
მადრიდის ატლეტიკო ლა ლიგაში მეოთხე ადგილს იკავებს და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ სეზონში მოხვედრა თითქმის გარანტირებული აქვს. "როხიბლანკო" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული და ლონდონის არსენალთან ორმატჩიანი დუელი ელოდება.