Belive

დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოსთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ირკვევა, რომ მხარეებს შორის ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, რომლის შეწყვეტაც ვადაზე ადრე იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ "როხიბლანკო" უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ვერ მოახერხებს.

სიმეონემ მადრიდული გუნდი 2011 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ, დედაქალაქელებმა ორჯერ ლა ლიგა, ერთხელ ქვეყნის თასი, ორჯერ კი უეფას ევროპა ლიგა მოიგეს. გარდა ამისა, "ატლეტიკომ" არგენტინელი სპეციალისტის თავკაცობით ორჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში, 10 ტურის შემდეგ, "ატლეტიკო" 25 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ, თანაქალაქელ და პრინციპულ მეტოქე მადრიდის "რეალთან" შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები