Belive

დი ლორენცო: "ნეაპოლში საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ"

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. რუდი გარსიას გუნდმა "უნიონ ბერლინი" დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გუნდის კაპიტანმა დი ლორნეცომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რთული შეხვედრა გამოდგა. ასეთ გარემოში თამაში ყოველთვის ძნელია. "უნიონს" არც ისე კარგი პერიოდი აქვს, მაგრამ მათ მოგება სურდათ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ახლა საპასუხო შეხვედრა შინ გველის, სადაც ბევრი რამ გადაწყდება. კვარაცხელიას თამაშით ძალიან გახარებული ვარ. ასევე რასპადორის გოლით. მსგავს თამაშებში მაღალი დონის მოთამაშეები არიან საჭირონი და მოხარული ვარ, რომ ასეთი თანაგუნდელები მყავს. მათ თამაშის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ. - განაცხადა ჯოვანიმ მედიასთან საუბრისას

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს. პირველი ადგილი 9 ქულით "რეალ მადრიდს" აქვს დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი შეხვედრა "ნაპოლის" "მილანის" წინააღმდეგ ელის. აღნიშნული მატჩი 29 ოქტომბერს 23:45 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები