პედრი: "უეფამ ეს საკითხი უნდა გამოიძიოს - მარჩინიაკისგან ეს პირველი შემთხვევა არ არის"
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ინტერმა'' ,,ბარსელონა'' დამატებით დროში დაამარცა - ასე და ამგვარად, დიდებულ მატჩში გამარჯვებული იტალიური გუნდი დარჩა და ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი გაირკვა.
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯი გადაწყვეტილებებს ინტერის სასარგებლოდ იღებდა, რაც ძალიან არასწორი იყო.
იგივე აზრზეა პედრიც, რომელმაც სიმონ მარჩინიაკის შესახებ ისაუბრა.
"დღეს ბევრი საკამათო მომენტი იყო - კუბარსის პენალტი, აჩერბის გოლის მომენტში ჯარიმის ეპიზოდი, ამას რომ თავი დავანებოთ, ყველა საკამათო მომენტზე უპირატესობას "ინტერს" ანიჭებდნენ.
EUFA-მ რამდენიმე მომენტი უნდა გამოიძიოს და ასევე ეს პირველად არ ხდება, როდესაც ამ მსაჯთან დაკავშირებით მსგავს შემთხვევაში აღმოვჩნდით. ეს საკითხი უნდა გამოსაძიებელია." - პედრი
🚨🗣️ Pedri: "UEFA should look into this referee's situation. There are many things I don't understand..." pic.twitter.com/lFnhtITg0j
— Managing Barça (@ManagingBarca) May 6, 2025