Belive

ტენ ჰაგი: "ყველაფერი წინ არის, პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ვიბრძოლებთ..."

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ "იუნაიტედის" 55 წლის ნიდერლანდელმა მწვრთნელმა - ერიკ ტენ ჰაგმა,ჟურნალისტებთან პრეკონფერენციაზე არაერთ თემაზე ისაუბრა და საინტერესო განცხადებები გააკეთა.

ერთ-ერთი ყველაზე უცნაური განცხადება ის იყო, რომ მას კვლავ სჯერა, რომ "წითელ ეშმაკებს" კვლავ შესწევთ იმის ძალა, რომ პრემიერ ლიგის გასამარჯვებლად იბრძოლონ.

"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გამოვარდნის შემდეგ, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ იმ ორ შეჯიბრზე (პრემიერ ლიგა და FA თასი) სადაც ჯერ კიდევ საჩემპიონო შანსები გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლოთ და სეზონი მაქსიმალურად შედეგიანად დავასრულოთ.

14 ქულა სხვაობა პირველადგილოსანთან?! - მერე რა, ჯერ მხოლოდ 20 ტურია ჩატარებული და წინ კიდევ ერთი ამდენია, ამიტომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია.

რაც შეეხება FA თასს, იქ 1/32-ფინალში ვართ, სადაც ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ და კიდევ უფრო წინ და წინ წავალთ.

ეს მანჩესტერია, გუნდი, რომელსაც ყველაზე დიდი სული აქვს..." - ერიკ ტენ ჰაგი

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა და ვერც ევროპა ლიგაზე გადავიდა, რადგან ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილით დაასრულა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგას, "წითელი ეშმაკები" განვლილი 20 ტურის შემდეგ მე-8 ადგილზე 31 ქულით იმყოფებიან და პირველადგილოსან "ლივერპულს" 14 ქულიანი სხვაობით ჩამორჩებიან.

"მანჩესტერი" შემდეგ მატჩს 9 იანვარს, თბილისის დროით 00:15 საათზე FA თასის 1/32-ფინალში გამართავენ, სადაც მათი მეტოქე "უიგანი" იქნება.

სხვა სტატიები