დეზირე დუე სუპერ თასის მოგების შემდეგ: "ახლა ჩემპიონთა ლიგის მესამე ვარსკვლავზე ვფიქრობთ"
პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი, დეზირე დუე, მიიჩნევს, რომ გუნდის დაუმარცხებლობის მთავარი მიზეზი მათი მენტალიტეტია. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, სეზონი მხოლოდ ახლა, სუპერ თასის მოგების შემდეგ იწყება. გუშინდელ შეხვედრაში, პარიზელთა შემტევმა გამარჯვების გოლი გაიტანა. პსჟ, ისტორიაში, მესამე გუნდი გახდა, რომელმაც სუპერ თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. აქამდე მსგავსი რამ მხოლოდ ორმა გუნდმა, მილანმა (1989/1990) და მადრიდის რეალმა (2016/2017) შეძლეს. როდესაც მატჩის დასრულების შემდეგ დუეს ჰკითხეს, თუ რა ხდის პსჟ-ს განსაკუთრებულს - მან უპასუხა:
ეს ჩვენი მენტალიტეტია. ჩვენ ყოველთვის გვწყურია გამარჯვება და მუდმივად ვცდილობთ, პირველები ვიყოთ. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ ჩვენი საუკეთესო სათამაშო თვისებები. ეფექტური მატჩი ჩავატარეთ და გოლის გაშვების მიუხედავად, მაინც გავიმარჯვეთ. ასტონ ვილა კი, ძალიან ძლიერი გუნდია.
ჩვენთვის სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ჩვენი მიზანია, რომ ეს სვლა გავაგრძელოთ. შემდეგ მატჩს, საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში, ლანსის წინააღმდეგ ჩავატარებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ შეხვედრაშიც გავიმარჯვოთ. მესამე ვარსკვლავი? რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობთ, რადგან ამის ამბიცია გვაქვს. ჩვენი მიზანი, წელს, ყველაფრის მოგებაა. - დეზირე დუე
🎙️💬 Desire Doue: "Bu sezon amacımız bütün her şeyi kazanmak." pic.twitter.com/eFb6EeKVv0
— PSG Türkiye (@TurkeyPSG) August 12, 2026
ანაგრიში, შეხვედრის მე-20 წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, როდესაც დეზირე დუეს გადაცემის შემდეგ, ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ბირმინგემელებმა, პირველი ტაიმის მიწურულს, ბრაიან მაჯოს გოლით, წონასწორობა აღადგინეს. საბოლოო წერტილი კი, მატჩის 61-ე წუთზე, დეზირე დუემ დასვა. ფრანგი ფეხბურთელი, გუშინდელ დაპირისპირებაში, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.