ფინანსური სამართლიანობა თუ გრანდების პრივილეგია? - ინგლისური ფეხბურთის მთავარი პრობლემა
გასულ სეზონში „ასტონ ვილასა“ და „ნიუკასლის“ გულშემატკივრები „ვილა პარკზე“ გაერთიანდნენ და პრემიერ ლიგის ფინანსური პოლიტიკა ღიად გააკრიტიკეს. ორივე კლუბი თავს წლების განმავლობაში მოქმედი ფინანსური სამართლიანობის წესების (PSR) მსხვერპლად მიიჩნევს. მწვრთნელები, ედი ჰოუ და უნაი ემერი, პირდაპირ აცხადებდნენ, რომ არსებული სისტემა ამბიციურ გუნდებს განვითარების საშუალებას არ აძლევს.
პრობლემა განსაკუთრებით „ნიუკასლში“ გამოჩნდა: საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის უზარმაზარი რესურსების მიუხედავად, კლუბი იმ მასშტაბის თანხებს ვერ ხარჯავდა, რასაც „სიტი“, „ჩელსი“, „იუნაიტედი“, „ლივერპული“, „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ ხარჯავდნენ.
2013 წლიდან მოქმედი წესების მიხედვით, კლუბის ზარალს 3-წლიან პერიოდში 105 მილიონი ფუნტისთვის არ უნდა გადაეჭარბებინა. სისტემა, რომელსაც გუნდები გაკოტრებისგან უნდა დაეცვა, რეალურად არსებული იერარქიის მცველად იქცა. ფინანსურმა ექსპერტმა კირან მაგუაირმა აღნიშნა, რომ ამ წესებმა ახალ მფლობელებს მოუსპო რომან აბრამოვიჩისა თუ შეიხ მანსურის გზით სვლის შანსი.
🚨PSR IS DEAD. THE PREMIER LEAGUE HAS A NEW FINANCIAL RULE BOOK
— Liquid Gooner (@LiquidAy) September 2, 2026
The Premier League’s Profitability and Sustainability Rules (PSR) are officially gone.
After one final season of enforcement in 2025/26, the league has switched to the new Squad Cost Ratio (SCR) and… pic.twitter.com/PbSnpCqve2
ამ პრობლემის ფონზე პრემიერ ლიგამ 2026/27 სეზონიდან ახალი ფინანსური სისტემა შემოიღო, ახალი წესების მიხედვით, კლუბებს მოედანზე დაკავშირებულ ხარჯებზე ფეხბურთთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ფეხბურთელების გაყიდვებიდან მიღებული წმინდა მოგების 85%-მდე დახარჯვა შეუძლიათ. ეს ევროპულ ტურნირებში მოქმედ 70%-იან ზღვარზე უფრო ლიბერალური მიდგომაა. ლიგის ხელმძღვანელობის განცხადებით, მიზანი სწორედ ისაა, რომ კლუბებს მეტი შანსი მიეცეთ ინვესტიციებისთვის და „შედარებით სუსტმა“ გუნდებმა გრანდებთან კონკურენცია შეძლონ. თუმცა კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახალი სისტემა შესაძლოა ძველი პრობლემის სხვა ფორმით გაგრძელება იყოს. „კრისტალ პალასის“ თავმჯდომარე სტივ პერიში, მაგალითად, ვარაუდობს, რომ ფეხბურთელების გაყიდვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან კლუბებს საკუთარი ფინანსური მაჩვენებლების დასაბალანსებლად მუდმივად მოუწევთ ფეხბურთელების, განსაკუთრებით კი აკადემიის აღზრდილების, გაყიდვა.
შეზღუდვების გამო „ვილამ“ და „ნიუკასლმა“ ლიდერების (მორგან როჯერსი, ენტონი გორდონი, ბრუნო გიმარაეში, სანდრო ტონალი) გაყიდვის გადაწყვეტილებები მიიღეს. ამავდროულად, „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მსგავსი გრანდები რთული ტრანსფერული სქემებით მაინც იოლად ახერხებენ ფინანსური ბალანსის შექმნას.
ფინანსური რეგულაციების სრული გაუქმება ქაოსს გამოიწვევდა, თუმცა ციფრები რეალობას ასახავს: ბოლო 9 სეზონიდან 6 იმ გუნდმა მოიგო, რომელსაც ყველაზე მაღალი სახელფასო ბიუჯეტი ჰქონდა. ამიტომ, ამბიციურ კლუბებს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახალი წესებიც არა ძალთა ბალანსის აღდგენას, არამედ არსებული ელიტის პოზიციების გამყარებას ემსახურება.