Belive

კვარას პირველი გოლი ლიგა 1-ში | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის მეექვსე ტურში პარი სენ-ჟერმენმა ლე მანს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. როგოორც მოსალოდნელი იყო, სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულმა ბევრმა ფეხბურთელმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მათ შორის იყო ხვიჩა კვარაცხელიაც.

პსჟ-მ ანგარიში პენალტიდან, ბერალდოს დარტყმის შემდეგ გახსნა (მე-19 წუთი), სტუმრებმა წონასწორობა 54-ეზე აღადგინეს. ინიციატივა დაკარგულმა ლუის ენრიკემ სასწრაფო შეცვლებს მიმართა და მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაც შემოვიდა, რომელმაც მინდორზე გამოსვლიდან ზუსტად 2 წუთში ისევ წინ გაიყვანა პარიზელები. ეს გოლი, ხვიჩასთვის, პირველი იყო ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში. კვარას ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემაცაა.

შეხვედრის ბოლო გოლი მაგნეს აკლიუშმა, 68-ე წუთზე გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 7.3-დან 7.9-დე შეფასება დაიმსახურა (SOFASCORE, WHOSCORED და FLASHSCORE მიხედვით).

6 ტურის შემდეგ პსჟ-ს 11 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს, თუმცა პირველადგილოსან მონაკოსთან ჩამორცენა სულ რაღაც 3 ქულაა.

სხვა სტატიები