Belive

დეპაი ნაპოლისთან და ვალენსიასთან მატჩებს გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მემფის დეპაი "ბარსელონას" მომდევნო 2 თამაშში ვერ დაეხმარება. ინფორმაციას Marca ავრცელებს. წყაროს თანახმად, 27 წლის ფეხბურთელი კუნთის ტრავმიდან რეაბილიტაციას აგრძელებ. ნიდერლანდელი შემტევი ჯერ ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩს "ნაპოლისთან" გამოტოვებს, შემდეგ კი, ლა ლიგაში "ვალენსიასთან", "მესტალიაზე" გასამართ შეხვედრაშიც არ იქნება. მემფისი ბოლოს მოედანზე 12 იანვარს გავიდა, გუნდში კი იმედოვნებენ, რომ "ნაპოლის" წინააღმდეგ საპასუხო მატჩში დეპაი თამაშს შეძლებს. დეპაიმ "ბარსელონას" მაისურით მიმდინარე სეზონში 23-ჯერ ითამაშა. მის ანგარიშზე 8 გოლი და 2 ასისტია.

სხვა სტატიები