შემზარავი კადრები - ესპანიოლისა და ბარსელონას მატჩის დროს, გულშემატკივრებში ავტომობილი შევარდა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში, ესპანიოლისა და ბარსელონას დაპირისპირება გაიმართა. კატალონიური დერბი, ბარსელონას გამარჯვებით 0:2 დასრულდა, რითიც ბლაუგრანამ ჩემპიონის ტიტული 2 ტურით ადრე გაინაღდა.
პრინციპულ დაპირისპირებას, დაძაბულობა არც მატჩის დაწყებამდე აკლდა - სოციალურ ქსელებში შემზარავი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ასახულია კადრები, თუ როგორ შევარდა ავტომობილი გულშემატკივრებში. კატალონიის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინიმუმ 12-მა ადამიანმა შეჯახების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
El atropello masivo en Cornellá antes del Espanyol - Barcelona
— ️ٓ️ (@CocoExiliado) May 15, 2025
https://t.co/d4rejfVGlV
მოგვიანებით, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.