როდის გაიმართება ელ კლასიკოები? ლა ლიგამ თარიღი დაასახელა
9 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგამ 2026-2027 წლების სეზონის ელ კლასიკოს ჩატარების თარიღი დაასახელა.
მადრიდის რეალსა და კატალონიის ბარსელონას შორის ესპანეთის ჩემპიონატის პირველი მატჩი 25 ოქტომბერს, მე-10 ტურში, გაიმართება. ეს თამაში კამპ ნოუზე ჩატარდება.
რაც შეეხება მე-2 დაპირისპირებას, რეალი ბარსას ბერნაბეუზე 35-ე ტურში, 9 მაისს უმასპინძლებს.
გასულ სეზონში ბარსელონა და რეალი ერთმანეთს სულ 3-ჯერ შეხვდნენ, ლა ლიგაში ორივე გუნდმა თითო-თითო გამარჯვება მოიპოვა, სუპერთასზე კი კატალონიელებმა იმარჯვეს.
⚔️ Ya se conocen las fechas de los Clásicos de la próxima temporada
— Mundo Deportivo (@mundodeportivo) June 30, 2026
📌 El primero, en la jornada 10 en el Camp Nou
📌 El segundo, en el Bernabéu en la jornada 35 pic.twitter.com/nLvZJLwdBw