Belive

ლონდონური გუნდის მეკარე უგანდის სამეფო ტახტის პრეტენდენტია

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლონდონური ნახევრადსამოყვარულო კლუბ დონსის კაპიტანი, 36 წლის ჯორჯ დესმონდ კამურასი, უგანდის ტოოროს სამეფოს ტახტის მთავარი პრეტენდენტია.

საფეხბურთო სამყაროში ეს უცნაური ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც კამურასი სამშობლოში გამეგზავრა და თავისი ბიძაშვილის, მეფე რუკიდი მეოთხის დაკრძალვას ესწრება.

მიუხედავად იმისა, რომ უგანდაში პოლიტიკური ძალაუფლება პრეზიდენტისა და პარლამენტის ხელშია, ტრადიციული სამეფოები უზარმაზარ კულტურულ გავლენას ინარჩუნებენ. კამურასი ბაბიიტოს სამეფო ოჯახის პირდაპირი შთამომავალია და მედიის მიერ ვაკანტური ტახტის მთავარ კანდიდატად სახელდება. ძალაუფლების გადაცემის პროცესი უძველესი ტრადიციებით მიმდინარეობს, მათ შორის მომავალი მეფე ვალდებულია წინამორბედის საფლავზე ყავის ცხრა მარცვალი ჩაყაროს და ტახტისთვის სიმბოლურად იბრძოლოს.

ჯორჯის ეს მოსალოდნელი სამეფო სტატუსი მკვეთრად განსხვავდება მისი ყოველდღიური ცხოვრებისგან ლონდონის რაიონ ბექსლიჰითში, სადაც ის დონსის კარს იცავს. კლუბმა ცოტა ხნის წინ ისტორიულ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს ყველაზე ძველი ტურნირის, ინგლისის ასოციაციის თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. თავად კამურასმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში მოუწოდა თანამემამულეებს, პატივი სცენ ტრადიციებს და მთელი ყურადღება მეფის გლოვაზე გადაიტანონ.

საფეხბურთო სამყაროში რამდენიმე მსგავსი შემთხვევის პოვნაა შესაძლებელი. მაგალითად, ბრუნეის სულთანის, ჰასანალ ბოლკიას ძმისშვილი, ფაიკი, რომელიც ინგლისში სწავლობდა, თამაშობდა ლესტერ სიტისა და ლონდონის ჩელსის ახალგაზრდულ აკადემიებში, ხოლო მოგვიანებით პროფესიონალურ დონეზე გამოდიოდა პორტუგალიურ მარტიმუში და ტაილანდურ კლუბებში. მას ხშირად მსოფლიოს ყველაზე მდიდარ პროფესიონალ ფეხბურთელად მოიხსენიებენ.

სხვა სტატიები