Belive

ლეგენდა დეშამი | მუნდიალების ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი!

18 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნორვეგიის ნაკრებთან მიღწეული დამაჯერებელი გამარჯვება (3:0) საფრანგეთის ეროვნული გუნდისთვის არა მხოლოდ მომდევნო ეტაპის საგზური, არამედ მათი თავკაცის, დიდიე დეშამისთვის ისტორიული ტრიუმფი აღმოჩნდა. ეს გახდა დეშამის რიგით მე-17 გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე, რითაც მან ლეგენდარულ გერმანელ სპეციალისტს, ჰელმუტ შონს (16 მოგება) გადაასწრო და მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე მწვრთნელი გახდა.

ამ დიდებულ სამეულს 14 მოგებით ბრაზილიელი ლუის ფელიპე სკოლარი ხურავს, რაც დეშამის მიღწევის მასშტაბურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

2026 წლისთვის, დიდიე დეშამი უკვე მეთოთხმეტე წელია, რაც „მამლების“ სათავეში დგას. მან პოსტი ჯერ კიდევ 2012 წელს ჩაიბარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ძალად აქცია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა უდიდეს მწვერვალებს მიაღწია: გახდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, მოიგო 2021 წლის ერთა ლიგა, ხოლო ევრო 2016-სა და კატარის 2022 წლის მუნდიალზე ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

დეშამი იმ იშვიათ ფიგურათა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც მსოფლიო თასი როგორც ფეხბურთელის (1998), ისე მწვრთნელის სტატუსით აქვს მოგებული. საფრანგეთის ფედერაციის მხრიდან გამოცხადებულმა უპრეცედენტო ნდობამ და თავად მწვრთნელის გენიალურმა უნარმა - მართოს ვარსკვლავური გასახდელი, „მამლებს“ სტაბილურობის გარანტია მისცა. მიმდინარე მუნდიალზე საფრანგეთი მორიგი ტიტულისკენ მიდის, დეშამი კი საკუთარ რეკორდულ ნიშნულს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ასევე ცნობილია, რომ დეშამისთვის მიმდინარე მუნდიალი საფრანგეთის მწვრთნელის რანგში ბოლო ტურნირია. მას ნაკრებში ზინედინ ზიდანი ჩაანცვლებს.

სხვა სტატიები