Belive

DAZN კვარაცხელიაზე: "ასეთ გადაწყვეტილებებს დიდი ფეხბურთელები იღებენ"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი ბრიტანული სპორტული გამოცემა "DAZN", საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის - ხვიჩა კვარაცხელიას მომენტს სოციალურ ქსელში აზიარებს და ქართველ ფეხბურთელს აქებს.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ესპანეთი კონტრშეტევაზე დაიჭირა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი მატჩის 48-ე წუთზე დაახლოებით 65 მეტრიდან დაარტყა და გოლის გატანამდე სულ მცირედი დააკლდა.

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა "DAZN"-მა კი სოციალურ ქსელში ამ მომენტის ამსახველი ფოტო დადო და შემდეგი სათაური დააწერა.

"გადაწყვეტილება, რომლის წარმოდგენა ხალხს არც კი შეუძლია.

ასეთ გადაწყვეტილებებს დიდი ფეხბურთელები იღებენ..." - DAZN

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ჯგუფიდან გასვლაც მოახერხა. უცხოური მედია ჩვენი ნაკრების გამოსვლას გამორჩეულად დადებითად აფასებს და აღნიშნავენ, რომ საქართველომ ტურნირს დამატებითი ხიბლი შესძინა.

სხვა სტატიები