ახალი კონტრაქტი ბაიერნთან | 40 წლის ნოიერი კლუბში კიდევ 1 წლით დარჩება
გერმანულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნსა და 40 წლის მანუელ ნოიერს შორის ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რის მიხედვითაც, ნოიერი 'რეკორდმაისტერში' კიდევ 1 წლით, 2027 წლის ივნისამდე დარჩება.
🚨🚨| NEW: Bayern Munich are confident about 𝐄𝐗𝐓𝐄𝐍𝐃𝐈𝐍𝐆 40-year-old Manuel Neuer’s contract until June 2027. They are just waiting for his green light to sign it.
— CentreGoals. (@centregoals) April 24, 2026
[@FabrizioRomano] pic.twitter.com/BvAxsChqXA
გერმანულ სპორტულ მედიებზე დაყრდნობით, ახალი კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ და მხოლოდ დღეების ამბავია - ფეხბურთელსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.
ასე და ამგვარად, მანუელ ნოიერი მიუნხენის ბაიერნში მომავალი სეზონიდან მე-16 სეზონს დაიწყებს.
40 წლის ლეგენდარული მეკარე ბაიერნში 2011/2012 წლების სეზონიდან ირიცხება, რა პერიოდშიც მან 595 მატჩი ჩაატარა, სადაც კარი მშრალად 269-ჯერ შეინახა.
მანუელ ნოიერმა ბაიერნთან ერთად ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, მათ შორის 13-ჯერ ბუნდესლიგა, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ უეფას სუპერთასი, 8-ჯერ გერმანიის სუპერთასი, 6-ჯერ გერმანიის თასი, 2014 წელს კი ბაიერნის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.