Belive

პედრი: "ჩემი ოცნება ოქროს ბურთის მოგებაა"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების 22 წლის სუპერვარსკვლავმა - პედრიმ, ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მისი წლევანდელი სეზონი შეაფასა და გამოტყდა, რომ მას ოქროს ბურთის მოგება სურს, რაც ბავშვობიდან მისი ოცნებაა.

"მას შემდეგ, რაც როდრიმ „ოქროს ბურთი“ მოიგო, ცხადი გახდა, რომ ფეხბურთელს, რომელიც ნახევარდაცვას აკონტროლებს და თამაშის ტემპს განსაზღვრავს, შეუძლია ამ ჯილდოს მოგება. ოქროს ბურთის მოგება ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და მინდა, რომ კარიერის ბოლომდე, ერთხელ მაინც შევძლო" - პედრი

შეგახსენებთ, რომ 22 წლის პედრი "ბარსელონას" მთავარი ხერხემალია. იგი მის კლუბთან ერთად საოცარ ფორმაში იმყოფება და კოპა დელ რეის ფინალში გამარჯვების შემდეგ, მათი მთავარი მიზანი ტრებლის მოგებაა.

პედრის მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრზე 52 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 6 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

პედრის თამაშის ყურება ნებისმიერი ფეხბურთის მოყვარულისთვის ერთი დიდი სიამოვნებაა.

სხვა სტატიები