Belive

"დავიჯერო მალდინის კალაძის ნომერი არ ჰქონდა?!..." - მილანის გულშემატკივარი

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია ა-ს მე-7 ტურის ბოლო მატჩი მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მილანმა” მეექვსე ტურის შემდეგ ლიდერ “ნაპოლის” უმასპინძლა.

მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. სტუმართა პირველ გატანილ გოლში მონაწილეობა ქართველმა შემტევმა – ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, რომელმაც თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ხვიჩამ ასევე პირველ ტაიმში მილანელთა ორ მცველს, გუნდის კაპიტანს – დავიდე კალაბრიასა და ცენტრალურ მცველს – სიმონ კიაერს ყვითელი ბარათი მიაღებინა, რის გამოც მასპინძელი გუნდის მწვრთნელმა ორივე მცველი შესვენაბაზე შეცვალა.

მატჩის შემდეგ, "მილანის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში სახალისო კომენტარი დაწერა.

"საინტერესოა ახლა რას ფიქრობს მალდინი? დავიჯერო მას კალაძის ნომერი არ ჰქონდა, რომ დაერეკა და ეს ქართველი ჩვენთან ყოფილიყო?...".

შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ სპალეტის გუნდი სერია ა-ს დაუმარცხებლად, 17 ქულით ლიდერობს.

სხვა სტატიები