Belive

ალ აჰლიმ ოსიმენის წაყენებული პირობა დააკმაყოფილა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვიქტორ ოსიმენის კარიერის არაბეთში გაგრძელება სულ უფრო რეალური ხდება.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბულმა მხარემ ოსიმენს გარკვეული პირობა არ დაუკმაყოფილა. საქმე გათავისუფლების პუნქტს ეხებოდა, რომელიც ნიგერიელისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. თუ აღნიშნულ მოთხოვნას ვიქტორს არ დაუკმაყოფილებდნენ, შეთანხმება ჩაიშლებოდა.

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ალ აჰლიმ" ნიგერიელ ფორვარდს ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებების გასამართად არაბული კლუბის წარმომადგენლები იტალიაში ჩაფრინდნენ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ვიქტორი მოლაპარაკებებს, კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით, "ჩელსისთანაც" აწარმოებს.

ახალ სეზონში 25 წლის თავდამსხმელს, რომელიც სატრანსფერო საკითხების მოგვარებით აქტიურად არის დაკავებული, "ნაპოლის" შემადგენლობაში არ უთამაშია, თუმცა ის ამ წამამდე კლუბის წევრად რჩება.

სხვა სტატიები