ახალი რეკორდი - პსჟ-ს 17 წლის შემტევი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში, მესამე ტურის ცენტრალური მატჩი პარიზში გაიმართა, სადაც "პსჟ"-მ "მილანი" 3:0 გაანადგურა და ჯგუფში პირველი პოზიცია გაიმყარა.
ამ მატჩში, ისტორიული ფაქტიც დაფიქსირდა, კერძოდ კი, "პსჟ"-ს ახალგაზრდა შემტევმა ჩემპიონთა ლიგაზე ახალი რეკორდი დაამყარა.
17 წლის უორენ ზაირ-ემერი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა (17 წლის და 231 დღის), რომელმაც 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აქამდე ეს რეკორდი ტეო ვოლკოტს ეკუთვნოდა, რომელსაც 2 შედეგიანი გადაცემა 17 წლისა და 250 დღის ასაკში ჰქონდა შესრულებული.
განვლილი 3 ტურის შემდეგ, F ჯგუფში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ჯგუფიდან გასვლის შანსი აბსოლუტურად ყველა კლუბს აქვს.
"პსჟ" პირველ ადგილს 6 ქულით იკავებს, მეორე-მესამე პოზიციას "დორტმუნდი" და "ნიუკასლი" 4-4 ქულით იყოფენ, ხოლო ბოლო ადგილზე 2 ქულით "მილანი" იმყოფება.