Belive

"დაბრუნებას მოუთმენლად ველი" - ლეო მესიმ კორონავირუსი დაამარცხა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ-ს" არგენტინელი სუპერვარსკვლავი 2022 წელს სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კორონავირუსი დაამარცხა და მოედანს მალე უნდა დაუბრუნდეს.

"შუაღდე მშვიდობისა! მოგეხსენებათ, მე მქონდა COVID19 და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ შეტყობინებისთვის, რომელიც მივიღე და გითხრათ, რომ იმაზე მეტი დრო დამჭირდა, ვიდრე მეგონა, რომ კარგად გავმხდარიყავი, მაგრამ თითქმის გამოჯანმრთელებული ვარ და ნამდვილად მოუთმენლად ველი, მოედანზე დაბრუნებას. ამ დღეებში ვივარჯიშებ, რომ 100%-ით მზად ვიყო. ძალიან კარგი გამოწვევები მოდის წელს და იმედია ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. მადლობა!", - წერს 7 ოქროს ბურთის მფლობელი Instagram-ში.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Leo Messi (@leomessi)

მიმდინარე სეზონში, "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით 34 წლის ფეხბურთელს ყველა ტურნირზე 16 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.  

სხვა სტატიები