Belive

ჩვეულებრივი მესი - ისევ მოიგო, მაგრამ ეს არაა მთავარი

20 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეო მესიმ კიდევ ერთი ისეთი მომენტი შექმნა, რომელსაც, როგორც წესი, ბევრის თვალები იმახსოვრებენ. ამერიკული მიწების დაპყრობის შემდეგ, მან კარიერაში 48-ე თასი ასწია და ყოფილ თანაგუნდელებს საუკეთესოდ დაემშვიდობა - ბუსკეტსი და ალბა ფეხბურთის თამაშს თავს ანებებენ. მესის ეს გრძნობა კარგად უნდა ესმოდეს, გზა თავადაც იქით აქვს.

ინტერ მაიამიმ, 2025 წლის MLS თასის ფინალში, ვანკუვერს 3:1 მოუგო და კლუბის ისტორიაში პირველად გახდა ამერიკის ჩემპიონი. ეს ისტორია ხანმოკლეა და დაახლოებით 5 წლის წინ, ეს კლუბი სამოყვარულო დონეს ვერ ცდებოდა, როგორ მიაღწიეს მაიამელებმა ამ შედეგს? - ყველაფერთან ერთად, აქ მესი თამაშობს.

მესიმ ფინალიც ისე ჩაატარა, როგორც მთელი სეზონი, ანუ როცა საჭირო იყო, მაშინ თამაშობდა ძალიან კარგად - ფეხბურთელთა უდიდეს ნაწილში, ეს ნიჭი თითქოს გამქრალია. სტატისტიკურად ეს MLS-ის სრულ სეზონში (როგორც რეგულარული, ასევე პლეი ოფები) გატანილ 35 გოლსა და 28 საგოლე გადაცემაში გამოიხატება. სხვა შეფასების კრიტერიუმიც რომ დავამატოთ, დილით ყოველთვის გვინდება იმის ნახვა, თუ როგორი გოლი გაიტანა მესიმ - იმედს ყველაზე ნაკლებად აცრუებს. ზოგჯერ გოლივით პასს აკეთებს და ამით ანაცვლებს, მოკლედ, ისევ მაგარია.

მესიმ 48-ე ტიტული მოიგო და ამ მაჩვენებლით ისტორიაში პირველია. მის კარიერას, რომელიც ბარსელონას, პარი სენ-ჟერმენს, ინტერ მაიამისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებს მოიცავს, შეგვიძლია მუდმივი გამარჯვების ქრონიკაც ვუწოდოთ.

მადლობა ღმერთს, რომ გუნდში ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი მოვიყვანე. MLS-ის მოგება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ვიცი, რომ ლეოსა და მის ოჯახს ძალიან უყვართ მაიამი, თუმცა აქ დარჩენაში ვერ დავარწმუნებ. მათ სიცოცხლის გატარება 'კამპ ნოუსთან' ახლოს, ბარსელონაში სურთ - ეს მათი ოჯახია. - განაცხადა ინტერ მაიამის მფლობელმა, დევიდ ბექჰემმა

მოგებას დიდი ბედნიერება მოაქვს, თუმცა იქნებ ჯერ ბედნიერი ხარ და მოგებას ეს გიმარტივებს - მესის შემთხვევაში ალბათ ასეა, რადგან აშკარად ისევ უხარია თამაში. როცა შენზე ამბობენ, რომ 'ფეხბურთი დახურე', ვერ გააგრძელებ, თუ საკუთარი თავი არ გენანება მის გარეშე.

სხვა სტატიები