"კრიშტიანუმ შრომით მიაღწია, ხოლო მესის ღვთისგან ბოძებული ნიჭი ჰქონდა" - ანხელ დი მარია
როსარიო ცენტრალის არგენტინელმა შემტევმა, ანხელ დი მარიამ ესპანურ გამოცემა Diario AS-სთან ისაუბრა. 37 წლის ვეტერან ფეხბურთელს რონალდუსა და მესის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან უყოყმანოდ უპასუხა და შეაფასა როგორც არგენტინელი, ასევე პორტუგალიელი.
პროფესიონალიზმის თვალსაზრისით კრისი დიდი უპირატესობით პირველია, ის ყოველთვის მუშაობდა, ზრუნავდა საკუთარ თავზე და ყოველთვის ცდილობდა, რომ ლეოსთან ბრძოლაში საუკეთესო ყოფილიყო, მაგრამ ის მესის ეპოქაში გამოჩნდა და ამან მისი მიზანი ბევრად უფრო რთული გახადა.
კრიშტიანუ შრომითა და ძალისხმევით იყო ყველაფერი და ამით ცდილობდა, რომ პირველი გამხდარიყო, მაშინ როდესაც მესი გასახდელში უბრალოდ ჯდომით, სასმლით ხელში აჩვენებდა, რომ მას ჰქონდა ღვთისგან ბოძებული ნიჭი და სწორედ ამით არის ის საუკეთესო. - ანხელ დი მარია
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიას ორივე მათგანთან ერთად უასპარეზია. ლეო მესისთან ერთად დი მარიამ არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის რიგებში 142 შეხვედრა ჩაატარა. კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად კი რეალ მადრიდში ასპარეზობდა და ისინი მოედანზე ერთად 166-ჯერ ვიხილეთ.
🚨🚨🎙️| Angel Di Maria on the difference between Lionel Messi and Cristiano Ronaldo:
— CentreGoals. (@centregoals) January 27, 2026
“Cristiano was entirely focused on hard work and efforts to become number one, but Messi, drinking maté in the locker room, showed he had a gift from God to be the best.”
[@diarioas] pic.twitter.com/bm2Sy60jI3