Belive

"ვინ ხარ? მე მსოფლიო და კოპა ამერიკა მოვიგე" - დე პოლი ლევანდოვსკის დაუპირისპირდა

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

MLS-ის 24-ე ტურში, ჩიკაგოსა და ინტერ მაიამის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში რებორტ ლევანდოვსკიმ გახსნა, თუმცა კაზემირომ 48-ე წუთზე გაათანაბრა და ინტერ მაიამის ქულა გადაურჩინა.

მატჩის მსვლელობისას ჩიკაგოს ვარსკვლავი, რობერტ ლევანდოვსკი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ხელის კვრისა და დაძაბულობის შემდეგ, ლევანდოვსკის პროვოცირება როდრიგო დე პოლმა სცადა, რომელმაც პოლონელს უთხრა, რომ არაფერს წარმოადგენდა.

"ვინ ხარ? სულელო! მე მსოფლიო ჩემპიონატი და 2 კოპა ამერიკა მოვიგე და შენ?!" - არგენტინელის ამ სიტყვებს ლევანდოვსკიმ არ უპასუხა.