"ჩვენ უკეთესები ვიყავით!" - ხავი ამტკიცებს, რომ ნიდერლანდებმა გერმანიას აჯობა
გუშინ, ერთა ლიგის შეხვედრაში, ნიდერლანდებისა და გერმანიის დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. ხავისა და იურგენ კლოპს, სანაკრებო დონეზე, დებიუტი ჰქონდათ. ანგარიში მატჩის 32-ე წუთზე ფელიქს ნმეჩამ გახსნა და გერმანელები დააწინაურა. ნიდერლანდელთა მხრიდან კი, ერთადერთი გოლი შეხვედრის 92-ე წუთზე, კოდი გაკპომ გაიტანა.
ხავიმ მატჩის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ნიდერლანდების ნაკრები მოგებას იმსახურებდა. მან შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელებისა და დებიუტანტების როლი განსაკუთრებით გამოყო და აღნიშნა, რომ ამ მოთამაშეებმა თამაშის მსვლელობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს.
ჩვენ გერმანიაზე უკეთესები ვიყავით და უკეთეს დასასრულსაც ვიმსახურებდით. მეორე ტაიმი ნამდვილად კარგი იყო - ჩვენი სათამაშო სტილი ვაჩვენეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო. მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა, განსაკუთრებით დებიუტანტებმა, ძალიან გამახარეს. მათ ხასიათი, ამბიცია და გამარჯვების სურვილი გამოავლინეს. - ხავი
ამ შეხვედრაში, ნიდერლანდების ნაკრებს ორი გოლი გაუუქმეს. პირველად ვირჯილ ვან დაიკს, რადგან კუთხურის მოწოდების დროს, მსაჯმა, ბრაიან ბრობის მხრიდან, ტერ შტეგენზე თამაშისას, წესების დარღვევა დააფიქსირა. მეორე შემთხვევაში კი, შეცვალზე შემოსულ მექს მერდინკს, რომელმაც მეტოქეთა კარი გერმანელების საჯარიმოში შექმნილი ქაოსური სიტუაციის დროს აიღო. ხავის მიაჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილებები არასწორი იყო და გოლები უნდა ჩათვლილიყო.
საბოლოოდ, ნიდერლანდების ნაკრებმა, გაკპოს გოლით, ქულა მოიპოვა. ახლა ორანჟემ ძალები უნდა აღიდგინოს და ყურადღება მომდევნო მატჩებზე გადაიტანოს. ნიდერლანდები მომდევნო შეხვედრას სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
🚨🗣️ 𝗡𝗘𝗪: Xavi Hernández on the game vs. Germany: “We deserved MORE in the end."
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 24, 2026
"We created chances, applied pressure and we were SUPERIOR in the second half." pic.twitter.com/QooMRZ9mDe